Saturday, September 17, 2011



1.პროექტის სახელწოდება: რა   არის  ელვა?
2.პროექტის  მთავარი    იდეა :  მოსწავლეებმა  შეძლონ დამოუკიდებლად მოიპოვონ   ინფორმაცია     ბუნებაში   ელექტრული მოვლენების შესახებ.                    
3. პროექტის  აქტუალობა:   მოსწავლეები  დამოუკიდებლად  შეძლებენ   ახსნან  ისეთი მოვლენები, როგორიცაა ელვა, მეხი. როგორ უნდა გამოსტაცონ ელვა ღრუბლებს და როგორ უნდა დაიმორჩილონ იგი. უსაფრთხოების რა ზომები უნდა მიიღონ ჭექა–ქუხილის დროს. როგორ უნდა დაიცვან თავი მეხისგან ?
4. პროექტის მიზნები:  მოსწავლეებმა  მოიპოვონ  ინფორმაცია  ბუნებაში  არსებული ელექტრული  მოვლენების შესახებ  და  ჯგუფური  მუშაობის  შედეგად  შეიმუშავონ უსაფრთხოების წესები   ჭექა–ქუხილის დროს.                                                                                                                               
5. მონაწილეთა ასაკი:  13–14  წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:  14 დღე.
7.   მოსალოდნელი შედეგები:     მოსწავლეებს ეცოდინებათ  საიდან  ჩნდება  ატმოსფეროში  ელექრობა. რა არის ელვა, მეხი.  შეიმუშავებენ  უსაფრთხოების  წესებს ჭექა–ქუხილის დროს.                                                                                           
8.  პროექტისთვის  საჭირო  რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, სახელმძღვანელო,
თაბახის ფურცლები, ქაღალდები, მარკერები.

9.პროექტის  მსვლელობა:  (ძირითადი აქტივობები)
დავყოფ მოსწავლეებს 3 ჯგუფად.
1 ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ბუნებაში არსებული ელექტრული მოვლენების შესახებ:
ა) საიდან ჩნდება ატმოსფეროში ელექტრობა?
ბ)  მეხი და ელვა.
II ჯგუფი  წარმოადგენს ფოტოებს, სქემებს.
III ჯგუფი  შეიმუშავებს უსაფრთხოების წესებს ჭექა–ქუხილის დროს. შექმნის ბუკლეტებს,
დაამზადებს და გამოფენს პლაკატს.
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ.IX.8
მოსწავლე ახასიათებს დამუხტულ სხეულთა ურთიერთქმედებას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    მოიპოვებს ინფორმაციას ბუნებაში ელექტრული მოვლენების შესახებ და ჯგუფური
მუშაობის შედეგად შეიმუშავებს უსაფრთხოების წესებს ჭექა–ქუხილის დროს, აკეთებს
ზეპირ პრეზენტაციას.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნონა ჯაკონია.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: n.jakonia10@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: njakonia.blogspot.com
.